09 იან 2026
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციის, "Iran Human Rights"-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული.
პროტესტი დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში. დასავლური მედიის თანახმად, ირანში დემონსტრაციები გასულ თვეს დედაქალაქიდან დაიწყო, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებდა.
მოგვიანებით გამოსვლები მასშტაბური გახდა, აქციის მონაწილეები ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ. მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ინფორმაციას „როიტერი“ ინტერნეტის მონიტორინგის ჯგუფ NetBlocks-ზე დაყრდნობით ავრცელებს.