09 იან 2026
ვენესუელის მთავრობამ დაიწყო იმ პატიმრების გათავისუფლება, რომელთაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გათავისუფლდა ესპანეთის ხუთი მოქალაქე. ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლება მშვიდობის ჟესტია.