ლევან ჟორჟოლიანი - ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს გადასცა და გაზრდილი ტარიფის გადახდა საკუთარ მოსახლეობას დააკისრა, რაზეც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თქვა უარი

08 იან 2026

საჯარო განცხადებებში ანტირუსულმა, მაგრამ ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს, რუსულ კომპანიას და ასევე დააკისრა, თავისივე გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის გადახდა საკუთარ მოსახლეობას, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელისუფლებამ თქვა უარი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სააკაშვილმა გაყიდა ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტი, მათ შორის „ინტერრაოისთვის“ მოხდა ხრამჰესების გადაცემა.