გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი

08 იან 2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.მანამდე მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობები მოისმინა მტკიცებულებების დართვის თაობაზე.

პროკურატურამ მოითხოვა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს 20 ივნისის შესახებ გიორგი გახარიას გადადგომამდე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის აღნიშნული მტკიცებულებები, საქმეს არ დაერთო.

რაც შეეხება, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მოსამართლის გადაწყვეტილებითვე ისინი სრულად დაერთო საქმეს.

ამასთანავე, 20 ივნისის საქმის წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ასევე მოითხოვა სახალხო დამცველის იმ ანგარიშის დაუშვებლად ცნობა, რომელშიც რაციების ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. შემდეგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 22 იანვარს ჩაინიშნა.