რუსული მედია - აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

08 იან 2026

აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 28 წევრიანი ეკიპაჟიდან 20 უკრაინის მოქალაქეა,  ექვსი, კაპიტნის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი - რუსეთის.

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში გუშინ დააკავა. 

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და უწყებისგან ინფორმაციას ველოდებით. რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს მოუწოდა, რომ დაკავებულ ტანკერზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა უზრუნველყოს და მათ სახლში დაბრუნებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, დაკავებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდის ეკიპაჟს გასასამართლებლად აშშ-ში ჩაიყვანენ.