08 იან 2026
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საერთაშორისო წყლებში უცხოური გემების დაკავება სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს.
„ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა უკანონო ცალმხრივ სანქციებს საერთაშორისო სამართლის საფუძვლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე“ - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე. აშშ-მ 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში ვენესუელასთან დაკავშირებული ორი ნავთობტანკერი დააკავა.
რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი „მარინერა“, რომელიც ადრე „ბელა-ერთის“-ის სახელით იყო ცნობილი, ნავთობისგან დაცლილი იყო, თუმცა აშშ აცხადებს, რომ ის რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნება, რომელიც ვენესუელიდან და ირანიდან სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.