რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინაში მილიონამდე მომხმარებელი შუქისა და გათბობის გარეშე დარჩა

08 იან 2026

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით,  რუსეთის მიერ უკრაინის  ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ  დნეპროპეტროვსკის რეგიონში თითქმის 800 ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის გამო რვა მაღაროდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა.

მანამდე ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსის რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რაოდენობა მილიონს შეადგენდა.