08 იან 2026
ფრანგმა ფერმერებმა პარიზში გზებისა და ქალაქის რამდენიმე ღირსშესანიშნაობის ბლოკადა დაიწყეს. ისინი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის პოტენციური სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ეწინააღმდეგებიან.
ისინი შიშობენ, რომ ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ბლოკ „მერკოსურს“ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ქვეყანას იაფი საკვების იმპორტით წალეკავს. შეთანხმების შესახებ კენჭისყრა პარასკევს არის დაგეგმილი.
დეკემბერში, ევროპული საბჭოს სამიტზე, იტალიამ და საფრანგეთმა შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს.