08 იან 2026
იერუსალიმში საპროტესტო აქცია გამართა, რომლის მონაწილეებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი სახელმწიფო კომისიის შექმნას მოითხოვდნენ.
მომიტინგეების თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ უარი განაცხადა პასუხისმგებლობა აეღო ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რამაც ღაზაში ომი გამოიწვია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დაიცავენ უზენაესი სასამართლოსა და ისრაელის სასამართლო სისტემას, რომლის განადგურებას ცდილობს ნეთანიაჰუს მთავრობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ისრაელის მთავრობა ისრაელის ხალხს უპირისპირდება და ისრაელის ხალხი ამას არ მოითმენს - აცხადებენ ისინი.
ბოლო ისრაელელი მძევლის, პოლიციელის, რან გვილის ცხედარი ისრაელისთვის ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ. მისი დაბრუნება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აშშ-ის მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმისთვის, რომელიც ღაზასა და ისრაელს შორის მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.