იუტის შტატში ეკლესიის ეზოში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

08 იან 2026

ამერიკის  იუტას შტატის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში, იესო ქრისტეს ეკლესიის ეზოში  სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა- განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ. სოლტ ლეიკ სიტის პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით,  ორი დაშავებული მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიცია გამორიცხავს, რომ თავდამსხმელებს რაიმე მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ კონკრეტული რელიგიური აღმსარებლობის მიმართ.

პოლიცია ასევე არ თვლის, რომ სროლა შემთხვევითი იყო. ხელისუფლების თქმით, არცერთი ეჭვმიტანილი არ არის დაკავებული.