პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი პირი დააკავა

08 იან 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს,  ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.

რ.მ. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.