როგორ აღნიშნეს შობა ემიგრანტებმა და ჩვენებურებმა თურქეთში

07 იან 2026

როგორ აღნიშნავენ შობას ჩვენგან შორს მყოფი ქართველები. დღეს მოგიყვებით ემიგრანტებზე, რომლებიც ისტორიულ, ძველ ბერძნულ ქალაქ სმირნაში ახლანდელ თურქეთის ტერიტორიაზე, იზმირში ცხოვრობენ.

მათ ერთი ისტორია და საერთო მიზანი, სამშობლოში დაბრუნება აერთიანებთ. თუმცა ვიდრე ამას მოახერხებენ, საკუთარ კულტურას, ქართულ ტრადიციებს უცხო მიწაზე ინახავენ და სხვებსაც აცნობენ.

ისინი „ქარვის ქალები“  არიან, სახელი სიმბოლურად ჩვენებური მწერლის ქევსერ რუჰის, იგივე ბერიძის წიგნის სახელწოდების მიხედვით დაირქვეს.