ძალიან ცივი ზამთარი გერმანიაში

07 იან 2026

დიდთოვლობა ევროპაში. საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, თოვლის გამო განგაშის ნარინჯისფერი დონე მოიხსნა, თუმცა საფრანგეთის მასშტაბით ძლიერი თოვა გრძელდება. 

მოყინული გზების გამო ავტოსაგზაო შემთხვევებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. 

 ილ-დე-ფრანსის რეგიონში კი დიდთოვლობამ ათასკილომეტრიანი საცობი შექმნა, პარიზის აეროპორტებში თოვლის გამო 140-მდე რეისი გაუქმდა უამინდობისა და ყინულის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებების დეფიციტის გამო დანიასა და ნიდერლანდებს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა, ძლიერი ყინვებია გერმანიაში, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთშიც. ზოგან გაყინულია ტბებიც.