უკრაინის პრეზიდენტი კვიპროსში ჩავიდა

07 იან 2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავა, სადაც კვიპროსის პრეზიდენტს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება. 

კვიპროსმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა 2026 წლის დასაწყისში ჩაიბარა.

ზელენსკი დედაქალაქ ნიქოზიაში კვიპროსის თავმჯდომარეობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად დაესწრება.