07 იან 2026
პარალემნტის თავმჯდომარე დღეს ვენესუელაში შეერთებული შტატების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს და „როგორც კონგრესს არ ჰკითხა ტრამპმა არაფერი, ისე არ ეკითხება ევროკავშირს არაფერი“.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ევროპას გლობალურ პროცესებში არაფერი ეთქმის, რაც მისი თქმით ბრიუსელის ბიუროკრატიის შედეგია.
ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს დაკავებას, „ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში“.