ბათუმში საახალწლო კონცერტები სრულდება

07 იან 2026

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში დღეს შემაჯამებელი გალა კონცერტით დასრულდება. 

ევროპის მოედანზე მთავარ სცენაზე კონცერტი 19 საათზე დაიწყება. დღევანდელი  პროგრამა დატვირთულია ბენდებისა და  ესტრადის სოლო შემსრულებლების გამოსვლებით. სცენას დაიკავებენ ანსამბლები და ცნობილი ჯგუფები, 21 საათზე კი კახაბერი და ხანუმები.

საახალწლო განწყობის შექმნა  ქალაქის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ბავშვებისთვის 17 საათზე ანიმატორების შოუა დაგეგმილი. 

მთელი დღის განმავლობაში აქტიურობაა საახალწლო ბაზრობაზე, სადაც ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი. მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.