საშობაო ალილო თბილისში

07 იან 2026

დედაქალაქში ''ალილოსთვის''  შეკრება ერთი საათის წინ  პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. სადღესასწაულო მსვლელობის დროს, ალილოს მონაწილეები მოსახლეობას გალობით ქრისტესშობას ულოცავენ.

ქრისტესშობის მახარობლები რამდენიმე ადგილზე გაჩერდებიან და საშობაო ნობათს მიიღებენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი აღესრულება. ალილოს მსვლელობის დროს შეგროვილი ნობათი კი, ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

თბილისის მერიის განცხადებით მსვლელობისას რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.