07 იან 2026
საშობაო ალილო გაიმართა ქობულეთში. სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ფეხით მსვლელობა გამართეს.
მათ ადგილობრივებიც შეუერთდნენ. ალილოს მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩა ფეხით გაიარეს, მსვლელობა მერიის წინ მდებარე მოედანზე დასრულდა, სადაც ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა გადასცეს.
შეგროვილ ნობათს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.