07 იან 2026
შობის სადღესასწაულო მსახურება პირველად აღევლინა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარას ახლადაშენებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. საშობაო წირვა - ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.
მსახურების ბოლოს მორწმუნეები აზიარეს. მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტაძარში მყოფებს შობა-ახალი წელი მიულოცა.
სადღესასწაულო ლიტურგიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად დაესწრო.
საზეიმო ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.