07 იან 2026
სერბეთსა და მონტენეგროში მართლმადიდებელი ქრისტიანები შეიკრიბნენ და შობის ღამეს მუხის ტოტების, ეგრეთწოდებული „ბადნიაკები“ დაანთეს. დედაქალაქში წმინდა სავას ეკლესიის წინ სერბები შეიკრიბნენ, რათა საშობაო დღესასწაულის დაწყება ტრადიციული ლოცვით აღენიშნათ.
''ბადნიაკი სიყვარულს, ბედნიერებას და ადამიანების გაერთიანებას განასახიერებს“, - ამბობენ ადგილობრივები. ტრადიციის თანახმად, ბადნიაკს ოჯახის უფროსი ან მისი უფროსი ვაჟი შობის წინა დღეს დილით ჭრიან.
შემდეგ შობის ღამეს წვავენ. სერბეთი და მონტენეგრო იმ ათზე მეტ მართლმადიდებლურ ქვეყანას შორისაა, სადაც ეკლესია შობას დეკემბრის ნაცვლად იანვარში აღნიშნავს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საშობაო მართლმადიდებლური საღმრთო ლიტურგია აღავლინა.