07 იან 2026
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა ნიკოლას მადუროს დაკავების მიზნით ჩატარებული რეიდის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად.
სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მთავრობის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 20-მდე ვენესუელელი ოფიცერი დაიღუპა.
კვირას კუბის მთავრობამ განაცხადა, რომ ვენესუელაში ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციის დროს კუბის 32 მოქალაქე დაიღუპა და ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.