პარიზში „მსურველთა კოალიციამ“  დეკლარაციას მოაწერა ხელი

07 იან 2026

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ხელმოწერა, მათ შორის მრავალეროვნული სამხედრო ძალების განლაგება, შეაჩერებს უკრაინაზე შემდგომ აგრესიებს.

 ეს უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფს, რომ უკრაინა არ იქნება იძულებული დანებდეს და მომავალში არცერთი სამშვიდობო შეთანხმება არ დაირღვევა, განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მაკრონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინისთვის დადგენილი უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მტკიცეა და სანდო.