07 იან 2026
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა დედაქალაქში სამების საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საშობაო ლიტურგიას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.