სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 235 ოჯახს სახლებს შეუსყიდიან

07 იან 2026

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 235 ოჯახს სახლებს შეუსყიდის.

იმ ოჯახების სია, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი  ვადა ეძლევათ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად.