07 იან 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 01 დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.