კარაკასში ღამით სროლის ხმა ისმოდა

06 იან 2026

კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად ღამით სროლის ხმა ისმოდა. ვენესუელის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დრონებს, რომლებიც „ნებართვის გარეშე დაფრინავდნენ“.
„კონფრონტაცია არ მომხდარა და მთელი ქვეყანა სრულიად მშვიდია“, – აღნიშნულია განცხადებაში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს ამ სროლებთან კავშირი არ აქვს.