დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას   ოფიციალურად შეუდგა

06 იან 2026

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა და ნავთობის მინისტრმა დელსი როდრიგესმა  ოფიციალურად  ფიცი დადო და ქვეყნის დროებით პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკის სასამართლოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით წარდგა.

56 წლის როდრიგესმა, რომელიც ცნობილია კერძო სექტორთან მჭიდრო კავშირებითა და მმართველი პარტიისადმი ერთგულებით, ფიცი მისი ძმის, , ეროვნული ასამბლეის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის ხორხე როდრიგესის წინაშე დადო. ფიცი ასევე დადო  გასული წლის მაისში არჩეულმა 283 კანონმდებელმა.

 
როდრიგესმა აშშ-ის მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა სოციალურ მედიაში გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც შემრიგებლური ტონით გამოირჩეოდა.  მან განაცხადა, რომ ვენესუელა „მიისწრაფვის იცხოვროს გარე საფრთხეების გარეშე“ და რომ მას სურს პრიორიტეტი მიანიჭოს შეერთებულ შტატებთან დაბალანსებული და პატივისცემით სავსე ურთიერთობების დამყარებას.