06 იან 2026
როგორ უნდა დარეგულირდეს სამომხმარებლო ფასები? საკითხზე სპეციალურ საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც იმუშავებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ განხილვები საჯარო იქნება.
ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამასთანავე არ შეიზღუდება ბიზნესის თავისუფლება. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა გუშინ დამტკიცდა.
მის შემადგნელობაში არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.