სახალხო დამცველმა  ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

06 იან 2026

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. ანი ნადარეიშვილმა სახალხო დამცველს განცხადებით გუშინ მიმართა. 
ბაჩო ახალაიას მეუღლე ითხოვს, ლევან იოსელიანმა შეისწავლოს მისი და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც მისივე შეფასებით, ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევას წარმოადგენს.
განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს მისი მანდატის ფარგლებში რამდენიმე ფაქტის, მათ შორის სუს-ის მიერ განხორციელებული ქმედებების შესწავლას სთხოვს. ასევე, ითხოვს მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას. განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, საჯარო დასკვნისა რეკომენდაციების გაცემისკენ მოუწოდებს.