06 იან 2026
ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის მონაკვეთამდე, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე 2 თვით გადაიკეტა. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშოებია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გოგებაშვილის ქუჩაზე დაგეგმილია ქვაფენილის ასფალტის ჩანაცვლება.
მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, შეიცვლება ქვეითთა გადაადგილებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკი, მოეწყობა ახალი გზაგამყოფი მოაჯირები და დაეგება 3 ფენა ასფალტობეტონის საფარი.
აღნიშნული მონაკვეთის დასრულების შემდეგ, რეაქბილიტაციის მიზნით გზის მეორე მხარეც ჩაიკეტება. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება , კერძოდ ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე - 12 519 000.00 ლარია.
ხოლო იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის კერძოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე სამუშაოებისთვის 9 415 227, ლარი დაიხარჯება.