06 იან 2026
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას, რის შესახებაც, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრზე დაყრდნობით, სააგენტო Report-ი იტყობინება.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზი თურქეთს არსებული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით მიეწოდება.
ბაირაქტარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აფშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში, კონტრაქტი 2029 წელს შევა ძალაში და 2040 წლამდე გაგრძელდება.