საშობაო წირვა  - ლოცვა

06 იან 2026

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში საღვთო ლიტურღია  დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი სამღვდელოებასთან ერთად მსახურებას ქობულეთში,  სოფელ გვარას ივერიის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს.  საშობაო წირვა-ლოცვის ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირ  ეთერში განხორციელდება. ხვალ კი ტრადიციულად ბათუმის ქუჩებში ალილოს მსვლელობა  12 საათიდან  დაიწეყბა .