ტექნიკა და ხელსაწყოები იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმებისთვის

06 იან 2026

იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის   ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემათ. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა სახელობო იარაღები თავადვე შეარჩიეს. საჭირო ტექნიკას და ხელსაწყოებს 400-მდე პირი მიიღებს, პროგრამის მიზანია დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა .