მე არ ვარ დამნაშავე-მადურო

06 იან 2026

ნიკოლას მადურომ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში განაცხადა, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებებში.  მათ შორის ნარკოტერორიზმში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში.
მადუროს მეუღლემ, სილია ფლორესმაც აღნიშნა, რომ უდანაშაულოა.  მოსმენა 30 წუთი გაგრძელდა და შემდეგი სასამართლო პროცესი 17 მარტს ჩაინიშნა. მადუროს ბრალი ედება კოკაინის ტრეფიკინგის ქსელის ხელმძღვანელობაში, რომელიც თანამშრომლობდა ძალადობრივ დაჯგუფებებთან, მათ შორის მექსიკის სინალოას და ზეტასის კარტელებთან, კოლუმბიელ მეამბოხეებთან და ვენესუელის ტრენ დე არაგუას ბანდასთან.
სასაამრთლო სხდომის პარალელურად ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს შენობის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მომიტინგეები, რომელთა ერთი ნაწილი მხარს უჭერს აშშ-ის მიერ მადუროს დაპატიმრებას, ხოლო მეორე ვენესუელაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს გმობს.