06 იან 2026
იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ატომური ელექტროსადგური ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს- განაცხადა მფლობელმა კომპანიამ მას შემდეგ, რაც იაპონიის ჩუგოკუს რეგიონში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც მოჰყვა განმეორებითი ბიძგების სერია.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ შიმანეს პრეფექტურაში იყო. ამ დროისთვის ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:18 საათზე მოხდა. დასავლეთ იაპონიის რკინიგზამ განაცხადა, რომ მიწისძვრის შემდეგ შეაჩერა შინკანსენის ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა.
მიწისძვრის სეისმური ინტენსივობა 5 ბალს აღემატებოდა. მიწისძვრები ხშირია იაპონიაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ზონაა.