06 იან 2026
საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან დასავლეთის მიმართულებით რამდენიმე რეისს განაახლებს, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი; №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი.
აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.