ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრის მოადგილის გამოხმაურება

05 იან 2026

აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოდისეი ბიგვავა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „არაღიარების პოლიტიკის“ შესახებ განცხადებებს სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია და ხელს არ უწყობს რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას.