05 იან 2026
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ აშშ-ის ინტერვენციას ვენესუელაში ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გარდამტეხი მომენტი უწოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული გარდამავალი პერიოდის გზა ჯერ ისევ დაუმთავრებელი რჩება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ქვეყანას ამერიკის კონტროლის ქვეშ მოაქცევდა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის ძალების განლაგებით. გონსალეს ურუტიამ X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლების შესახებ.
ოპოზიციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები აუცილებელია ვენესუელის დემოკრატიული აღმშენებლობისთვის. „დემოკრატიული გარდამავალი პერიოდი შეუძლებელია, სანამ ერთი ვენესუელელიც კი უსამართლოდ არის დაპატიმრებული“-განაცხადა მან.
გონსალეს ურუტიამ ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებს, მოუწოდა „დაემორჩილონ და შეასრულონ 2024 წლის 28 ივლისს გამოცხადებული სუვერენული მანდატი“, ხოლო საკუთარ თავს „ვენესუელის პრეზიდენტი“ და „უმაღლესი მთავარსარდალი“ უწოდა. ვენესუელის ოპოზიციის იმედგაცრუების მიუხედავად, ტრამპმა 58 წლის ოპოზიციის ლიდერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია კორინა მაჩადოს, თანამდებობაზე დანიშვნის იდეაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მას მისი მხარდაჭერა არ აქვს.
მადურო ნიუ-იორკის წინასწარი დაკავების ცენტრში ორშაბათს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგენას ელოდება. თუმცა, კარაკასში მადუროს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც მადუროს და მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაკავებას გატაცება უწოდეს, კვლავ ხელისუფლებაში რჩებიან.