ჩინეთი მადუროს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

05 იან 2026

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ვენესუელაში აშშ-ის ქმედებები დაგმო,  პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ის მიერ მადუროს და მისი მეუღლის დაკავებით და ყურადღებით აკვირდება უსაფრთხოების სიტუაციას, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ძიანმა პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ვენესუელიდან  ნავთობის იმპორტის გაგრძელებას, ძიანის თქმით, ჩინეთის ლეგიტიმური ინტერესები ვენესუელაში კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული. ჩინეთმა შეინარჩუნა პოზიტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ვენესუელის მთავრობასთან-აღნიშნავენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.