05 იან 2026
ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს, იმედით, რომ შემდგომში პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აღიარა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს.