კიევზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა

05 იან 2026

კიევსა და მის რეგიონზე ღამით განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ეს წელს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული პირველი მასშტაბური დარტყმაა იყო.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, დარტყმის შედეგად მარჯვენა სანაპიროზე, ობოლონსკის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულება დაიწვა, სადაც სტაციონარული განყოფილება ფუნქციონირებდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, შენობაში ცხედარი იპოვეს. რუსეთი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. 
ორივე მხარე უარყოფს თავდასხმების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. თითქმის ოთხწლიანი ომის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ შეუტია კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს რაკეტებითა და დრონებით, ამტკიცებს, რომ ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს.