05 იან 2026
სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა აშშ-ის საელჩოსთან მიტინგი გამართეს, რათა დაგმონ აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია ვენესუელაში და ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავება.
მადურო ნიუ-იორკის დაკავების ცენტრში იმყოფება და დღეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება. მადუროს ბრალი 2020 წელს წაუყენეს აშშ-ის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, მათ შორის ნარკოტერორიზმთან შეთქმულებაში. ის ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის დანაშაულებრივ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ მადუროს მსოფლიო ასპარეზზე ცოტა მოკავშირე ჰყავს, ბევრმა ქვეყანამ ეჭვქვეშ დააყენა უცხო ქვეყნის მეთაურის დაკავების კანონიერება და მოუწოდა აშშ-ს, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას. აშს ვენესუელის ორივე მთავარი მხარდამჭერი რუსეთი და ჩინეთიც აკრიტიკებენ.