05 იან 2026
პარლამენტში სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო კომისია და საგამოძიებო უწყებები შეძლებენ პრობლემის დარეგულირებას და იმ ფაქტორების გამოვლენას რაც ხელოვნურად ზრდის ფასებს.
ინიციატივა ახალ წლამდე პრემიერ-მინისტრმა დააყენა. ცნობილია, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას აპირებენ გახარიას გუნდის წევრები, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ დაცული იქნება როგორც მომხმარებლების, ასევე კერძო სექტორის ინტერესები. ოპოზიციის ნაწილი კი ბიზნესის რეპრესიების საფრთხეზე საუბრობს.