05 იან 2026
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში გრძელდება. დღეს ევროპის მოედანზე მთავარ სცენაზე კონცერტი 19 საათზე დაიწყება. მაყურებლის წინაშე, ბენდი ‘’კონიაკი’’ ‘’მელომანიაკი’’ ,,live-Life’’ ,,BOYS FROM 818’’ და DJ GOLDMAN - წარსდგებიან. საახალწლო კონცერტი გაიმართა გუშინ ღამითაც .
საღამო დატვირთული იყო ქალაქური სიმღერებითა და ესტრადის სოლო შემსრულებლების გამოსვლებით. მუსიკალური ნომრები, მომღერალმა არჩილ ბერიძემ, ლაშა ღლონტმა, თამუნა მიქელაძემ, ჯგუფმა ალილომ ქართული ხმებმა, თეატრალურმა კვარტეტმა და ანსამბლმა გოგლაურამ შეასრულეს. სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.