მიხეილ სარჯველაძე და თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ

05 იან 2026

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები. მიხეილ სარჯველაძემ და თეა ახვლედიანმა მედპერსონალსა და პაციენტებს შობა-ახალი წელი მიულოცეს.
მოინახულეს ის პაციენტები მოინახულეს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და სამედიცინო მომსახურებას რუხის კლინიკაში იღებენ. კლინიკაში გაიმართა პრეზენტაციაც, სადაც საავადმყოფოს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გასულ  წელს კლინიკა 25 000 პაციენტს მოემსახურა, მათ შორისაა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობა.