ივნისიდან გიდების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

05 იან 2026

2026 წლის პირველი ივნისიდან გიდების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.  სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და  ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით გამოიწვევს.
ხოლო  პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონისთვის,  500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.  ცნობისთვის, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე, სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. ამასთან, მის სერტიფიცირებას  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო უზრუნველყოფს.