05 იან 2026
2026 წლიდან ცვლილებები ეხებათ უცხოელ ტურისტებსაც - მათ საქართველო ახალი წესით მიიღებს. 1-ლი იანვრიდან სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევა ქვეყანაში ვიზიტის პერიოდში. აღნიშნული დაზღვევა არანაკლებ 30 000 ლარს უნდა შეადგენდეს. მოთხოვნა ვრცელდება ყველა საერთაშორისო მოგზაურზე და ის საზღვარზე შემოწმდება. მიზანი, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ვიზიტორთა უსაფრთხოების გაუმჯობესება და ჯანდაცვის სისტემაზე უარყოფითი ზეწოლის შემცირებაა.