მუსიკალური ზღაპარი - „ახალი წლის ღამე ტყეში“

05 იან 2026

ეროვნულ სასახლეში მუსიკალური ზღაპარი - „ახალი წლის ღამე ტყეში“ გაიმართა. მუსიკალურ-თეატრალიზებულ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს სასახლის მოსწავლეებმა: ნიკა გულუაშვილმა, ანდრია დუგლაძემ, ბარბარე ქსოვრელმა, სიდონია იაკობაძემ; მუსიკალური სტუდია „მზიურის სკოლის“ წევრებმა და კონკურს „რანინას“ მონაწილეებმა.
წარმოდგენაში, სპეციალური მოწვევით, ითამაშა მსახიობმა ქეთი კანტიძემ. მუსიკალური ზღაპარს მსურველები კიდევ 4 დღის  განმავლოაბში ნახავენ , 8 იანვარს მას სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი მშობლები უსასყიდლოდ დაესწრებიან.