05 იან 2026
ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის განცხადებით, ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს.
მათივე განმარტებით, ისინი მჭიდრო კონტაქტში არიან აშშ-თან, რათა კრიზისი მოლაპარაკებით, დემოკრატიულად გადაწყდეს.
„ევროკავშირი ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ესკალაცია და უზრუნველყოფილი იყოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპები. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ პრინციპების დაცვაზე. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს არ გააჩნია დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და მხარს უჭერს ვენესუელას ხელმძღვანელობით ქვეყანაში დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას, მისი სუვერენიტეტის პატივისცემით. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს.
ევროკავშირი იზიარებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით.“- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას მხარს ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო უჭერს. ერთდაერთი ქვეყანა, რომელიც მას არ შეუერთდა, უნგრეთია.