ჰაიდარიეში მცხოვრები გურჯი წყვილის ისტორია

04 იან 2026

62 წლის საპატარძლო კაბა და დედამთილის მიერ შერჩეული, 14 წლის გურჯი გელინი.

რუბრიკაში ''ფრაგმენტები'' გაგაცნობთ, ჰალიდესა და აიდინს, მუჰაჯირების შთამომავლებს სოფელ ჰაიდარიედან.

კიდევ ერთხელ მოისმენთ ისტორიას, როგორ არჩევდნენ ჩვენებურები სარძლოს და სასიძოს ისევ გურჯებში და რატომ არ ქორწინდებოდნენ იაბანჯზე, იგივე უცხოზე, სხვა ეროვნების ადამიანზე.